არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", აცხადებს კონკურსს ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
ფონდების მოძიების სპეციალისტი ვალდებული იქნება განახორციელოს შემდეგი ხასიათის აქტივობები:
შეიმუშაოს ფონდების მოძიების სტრატეგია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ა) საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები; ბ) დიპლომატიური მისიები რომლებიც აწარმოებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას; გ) საჯარო უწყებები, რომლებიც აწარმოებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას.
შეიმუშაოს დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცა ზემოთ აღწერილი მიმართულებების შესაბამისად;
უზრუნველყოს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებისათვის ორგანიზაციის სახელით საგრანტო წინადადებების შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე და დონორი ორგანიზაციებისადმი წარდგენა - როგორც ღია კარისათვის, ასევე კონკრეტული კონკურსებისთვის არსებულ და სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ურთიერთობა ორგანიზაციას ჯერ არ ჰქონია;
გამგეობის წევრებთან ფართო კომუნიკაციის გაბმის საფუძველზე უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა ფონდების მოძიების პროცესში, ისევე როგორც მათ გაუზიაროს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები
წყარო: jobs.ge