საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:
•ორგანიზაციული მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმარება;
•ადამიანური რესურსების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა;
•ორგანიზაციის იმიჯის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
•ინოვაციური მიდგომა დასახული მიზნების მიღწევისა და ორგანიზაციის შედეგების ეფექტიანობის ზრდის მიზნით;)
•მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და ეფექტურობის გაუმჯობესება;
•გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა და შიდა ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
•გამჭვირვალე და სამართლიანი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება და მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა;
•ფინანსური მდგრადობა, მატერიალური რესურსების უსაფრთხოება
•საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაფართოება, უზრუნველყოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი ფონდების მოძიება, ფინანსური სახსრების დივერსიფიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
•უმაღლესი იურიდიული განათლება;
•პროფესიით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
•მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
•არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისა და ბიუჯეტების მართვის გამოცდილება;
•შრომის დისციპლინა;
•გუნდური მუშაობის გამოცდილება;
•ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თბილისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2.ავტობიოგრაფია (CV);
3.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4.სამოტივაციო წერილი
არასრულად ან ელ-ფოსტით მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, კახიძის ქ. #15,
საკონტაქტო პირი: ანი ტაბიძე, ტელ: 293 61 01; 295 23 53 – 593 91 93 45
თამარ სარაჯიშვილი: 593 16 79 77
წყარო: gyla.ge