USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი, გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება და რომელიც თანხვედრაში იქნება კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.
საგრანტო კონკურსის პირობები:
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე...
საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 27 თებერვლიდან - 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე...
1-ელ მარტს ჩატარდება ონლაინ შეხვედრა (“ღია კარის დღე”), სადაც თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ...
USAID-ის ხუთწლიან პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა მიზნად ისახავს იმ ძირითადი ბარიერების გადალახვას, რომლებიც ხელს უშლიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამისთვის პროგრამა მუშაობს როგორც უმცირესობებთან, ისე უმრავლესობასთან და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან.
წყარო: საქართელოს გაეროს ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში