en
ge

არტ თერაპევტი

"ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" და შპს. "მიელინი" აცხადებს ვაკანსიას არტ თერაპევტის პოზიციაზე ქუთაისში.

"ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" მისიაა ხარისხიანი მომსახურებების შექმნა მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის."ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ემსახურება 500-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს ყოველთვიურად.

ანაზღაურება: გამომუშავებით: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც კვალიფიკაციის მატების პროპორციულად იზრდება.

სამუშაო განაკვეთი: არასრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა: (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive, Powerpoint).
  • ბავშვთან ინდივიდუალურ მიზნებზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია არტთერაპევტად)
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

წყარო: jobs.ge