სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული ქსელი აცხადებს მშვიდობის თემაზე ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა მიღებას. „ახალგაზრდები მშვიდობის დამყარებაში და კონფლიქტების მოგვარებაში" გაიმართება სარაევოში, 1–10 დეკემბერს. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა ლიდერებს, პროექტის მენეჯერებს, მოხალისეებს, აქტივისტებს.