ა(ა)იპ "უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის შესარჩევად, რომელიც იმუშავებს თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრში.
ვაკანსია ცხადდება პროექტის - "გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა" ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, "უფლებები საქართველოსთან" და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ახორციელებს.
ანაზღაურება: 350 ევრო ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 აპრილი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
წყარო: jobs.ge