en
ge

„მითების დეტექტორის ლაბორატორია“ იწყება

მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიის (DWA) ერთობლივი პროგრამა - „მითების დეტექტორის ლაბორატორია“ - ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინტენსიურ კურსზე ახალგაზრდების მიღებას აცხადებს. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ცოდნას და უნარებს შემდეგ საკითხებში შეიძენენ: 

  • ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია ღია წყაროების საგამოძიებო ინსტრუმენტებით (OSINT);
  • ახალი მედია ეკოსისტემის კვლევა;
  • კოორდინირებული არაავთენტური ქცევის იდენტიფიცირება და გამოვლენა;
  • მულტიმედია მასალების მომზადება;

სტაჟირების ფარგლებში, სტატიების მომზადება და გამოქვეყნება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge

მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასთან დაკავშირებული სხვა თემები.

დეტალურ ინფორმაციასა და კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანი ამ ბმულზე...

იჩქარე! განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 24 მარტია.

წყარო: მედიის განვითარების ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში