რა არის ფული და რით განსხვავდება ის ვალუტისგან ან კრიპტო ვალუტებისგან? რა კავშირია შინამეურნეობების ვალსა და გლობალურ ფინანსურ ბაზრებს შორის? როგორი ისტორიული სახეცვლილებები განიცადა კაპიტალიზმმა და რა არის ფინანსური კაპიტალიზმი?
რას წარმოადგენს ცენტრალური ბანკის მისია და როგორ უკავშირდება იგი სოციო-ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ პოლიტიკებს?
ეს და სხვა საკითხები იმ კურსის განმავლობაში განიხილება, რომელიც 12 ლექცია-სემინარისგან შედგება.
სასწავლო კურსის მიზანია გაავრცელოს ფინანსური სექტორის, პროცესების და აქტორების შესახებ ალტერნატიული ხედვები, რომლებიც იშვიათად გვხვდება ქართულენოვან აკადემიურ, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო საზოგადოებრივ სივრცეში. ამ ტიპის ცოდნას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ გლობალური სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების და კრიზისების ანალიზისთვის.
სასწავლო კურსი აპრილში დაიწყება და ონლაინ შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.
კურსი მხარდაჭერილია „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდება. ლექციებს სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი, ია ერაძე წარუძღვება.
წყარო: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს გვერდი სოციალურ ქსელში