CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან და BMG-სთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები და კომპანიები.
თუ გსურთ, რომ გახდეთ 2023 წლის „მწვანე კომპანია/ორგანიზაცია“, თქვენი წვლილი შეიტანოთ პლასტმასით დაბინძურების შემცირებაში, საერთაშორისო ექსპერტებისა და CENN-ის გუნდის ჩართულობით მიიღოთ კონსულტაციები პლასტმასის ნარჩენების მართვის შესახებ, მაშინ გაეცანით პირობებს და გაიარეთ რეგისტრაცია...
მონაწილეები მიიღებენ ინტენსიურ გაშუქებას CENN-ის მედია პარტნიორების მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით.
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში