ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ შშპ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყნის მასშტაბით (შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების და ასევე, თბილისის გამოკლებით) ადგილობრივი შშმ თემისთვის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად ახლებური მიდგომების გამოყენებით.
საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება, ფარგლებში, რომელსაც Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უძღვება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 აპრილი, 17:00 საათი (თბილისის დროით). საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე...
საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირებისათვის კითხვა-პასუხის დისტანციური სესია გაიმართება 2023 წლის 21 მარტს, 16:00 საათზე (თბილისის დროით). რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3JDE2Qs . სურდო თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში