"ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" იმერეთის რეგიონში უკვე 10 წელია, რაც ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა და ოჯახებს, ზრუნავს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებაზე ბავშვთა განვითარების, განათლების და სოციალური ზრუნვის საკითხებში.
შერჩევის ეტაპები და პროცესები:
კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ორგანიზაციის მიერ ონლაინ ტრენინგით.
აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება არის დარიცხული 1000 ლ. ხელფასი ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად. "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1275 ლარი. შერჩეული კანდიდატი თავად იხდის კურსის საფასურს და გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.
პროგრამა: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა
პოზიცია: ადრეული განვითარების სპეციალისტი
საჭირო კადრის რაოდენობა: 6
სამუშაო ადგილი: ქუთაისი ან სამტრედია ან ბაღდათი ან წყალტუბო
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)
მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/პედაგოგიკასა თუ დაწყებით განათლებაში ან მონათესავე სფეროში
წყარო: jobs.ge