en
ge

სამუშაო ჯგუფის წევრი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  • დაწყების თარიღი: 01.11.2013
  • ბოლო ვადა: 10.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64981/
დასახელება: სამუშაო ჯგუფების წევრთა შერჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
მიზანი
საყოველთაოდ მიღებულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) ეროვნული სამოქმედო გეგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება და რესურსებით უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია ეფექტური, სამართლიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობის მისაღწევად (WHO 2005).
სამოქმედო გეგმა მოიცავს კონკრეტულ სტრატეგიებსა და ქმედებებს, რაც ხორციელდება როგორც ფსიქიკური აშლილობებისა და მასთან ასოცირებული შეზღუდული შესაძლებლობების დასაძლევად, ასევე იმ მიზნების გამოსაკვეთად, რასაც მთავრობამ უნდა მიაღწიოს. ესაა ინსტრუმენტი, რომელმაც ფჯ სფეროს განვითარების ხელშესაწყობად უნდა მოახდინოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის ინფორმირება, ადექვატური ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების მობილიზაცია და ადვოკატირება.
საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარების პროცესის ინიცირება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროსაბჭო (CoE).
ზემოთ აღნიშნული პროცესების მოსამზადებლად და დასაწყებად, შედგება 7 სამუშაო ჯგუფი შემდეგი სპეციფიკური მიმართულებებით:
1. სერვისების მიწოდება
2. სერვისების მართვა, დაფინანსება და ბიუჯეტირება
3. მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ბავშვები, პატიმრები, დევნილები
4. კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები
5. ადამიანური რესურსების განვითარება, განათლება და წვრთნა
6. პრევენცია და პრომოცია
7. ფსიქიკური ჯანდაცვის ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში
თითოეული სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტი გაზიარებული იქნება დაინტერესებულ პირთა ფართო ჯგუფთან და შეჯერდება წამყვან ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია გამთლიანებული დოკუმენტის შექმნაზე.
ეროვნული სამოქმედი გეგმის შექმნის პროცესში ინტენსიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური საკითხების კომიტეტთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოები.
სამუშაო ჯგუფების ტექნიკური და ოპერაციული სიმძლავრის გაზრდის მიზნით, ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" ჯგუფებში სამუშაოდ იწვევს ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და სხვა ფჯ პროფესიონალებს, ასევე სერვისის მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
თითოეული სამუშაო ჯგუფი შედგება 10-15 წევრისგან, რომელთაც ირჩევს წამყვან ექსპერტთა ჯგუფი კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების მიხედვით. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სამუშაო ჯგუფის წევრი წვლილს შეიტანს საკუთარი გამოცდილების გაზიარებით.
სამუშაო ჯგუფის წევრს მოეთხოვება:
** მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის კოორდინატორების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში
** მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში კონკრეტული სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისას კონსენსუსის მისაღწევად
** დაეხმაროს სტრატეგიული მიმართულებების, პრიორიტეტული სფეროების და საკვანძო სტრატეგიული შედეგების (მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი) განსაზღვრაში
** დაეხმაროს თითოეულ ინდიკატორზე მონაცემთა წყაროების და მონაცემთა შეგროვების მეთოდების იდენტიფიცირებაში.
მონაწილეობა მოხალისეობრივ საწყისებზეა და არ ანაზღაურდება. ერთი პირისთვის მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ ერთ ან ორ სამუშაო ჯგუფში.
სამუშაოს მოსალოდნელი ვადა:
აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე. ეს ვადები მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამდენად ხარისხიანად წარიმართება დოკუმენტის შექმნის პროცესი.
როგორ შევიტანოთ განაცხადი:
თუ დაინტერესდებით რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მოკლე სამოტივაციო წერილი, თქვენი საკონტაქტო მონაცემების და სასურველი სამუშაო ჯგუფის მითითებით, გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: actionplanmh@gmail.com
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2013 წლის 10 ნოემბერი, 17:00 სთ.
წყარო:jobs.ge