en
ge

ტრენერების ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიურო წარმოადგენს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს...

ტრენერების ტრენინგების შესახებ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მონაწილეთა მიღებას ტრენერების ტრენინგზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მედიის წარმომადგენლებისთვის, შერჩეული მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ/სომხურ ან ქართულ/აზერბაიჯანულ ენებს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე.

ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:

  • ტრენინგის ჩატარების ტექნიკები და მეთოდოლოგიური მიდგომები;
  • ღია მონაცემების გამოყენების სწავლება ჟურნალისტური და კვლევითი საქმიანობისას;
  • კორუფციის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის ტექნიკების გამოყენების სწავლება;

ტრენერების ტრენინგის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ თავად დაგეგმონ და ჩაუტარონ ტრენინგი ღია მონაცემების შესახებ სხვა ჟურნალისტებს, მკვლევრებსა და აქტიურ მოქალაქეებს.

წყარო: jobs.ge