განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა DEP იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მასწავლებლებს გენდერული და ზოგადად, სოციალური თანასწორობის შესახებ ონლაინ ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად.
ვორკშოპის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია გენდერული ინკლუზიის წახალისებასთან დაკავშირებით და გაეცნონ ადვოკატირების და კომუნიკაციის ინოვაციურ ინსტრუმენტებს თინეიჯერებთან და კოლეგებთან მუშაობის დროს მიკერძოების აღმოსაფხვრელად.
ვორკშოპი ტარდება პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა დაგენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში