en
ge

ექსპერტი იმერეთის და აჭარის ჟურნალისტების ტრენინგისთვის

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

პროგრამა აცხადებს კონკურსს ექსპერტი/ტრენერის შესარჩევად, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს იმერეთის და აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისთვის სამართლებრივი საკითხების გაშუქების საკითხებზე.

წყარო: jobs.ge