en
ge

შესაძლებლობა სოციალური მეწარმეებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გიწვევთ საწარმოს სოციალური გავლენის გაზომვისა და მართვის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსზე. 

ტრენინგის მიზანია, მიაწოდოს სოციალურ მეწარმეებს სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის შესახებ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები.

ტრენინგის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

განსაზღვროთ სოციალური საწარმოს სოციალური შედეგები და გავლენა;

შეიმუშაოთ სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის გეგმა;

განსაზღვროთ სოციალური შედეგების ინდიკატორები და მათი გაზომვის ინსტრუმენტები;

წარმოაჩინოთ მიღწეული შედეგები დაინტერესებულ მხარეებთან;

ტრენინგები ჩატარდება თბილისში, 2023 წლის 24-26 აპრილს.

რეგისტრაცია გრძელდება 12 აპრილის 18:00 საათამდე.

რეგისტრაცისთვის მიჰყევით...

დეტალურად ტრენინგზე გაიგეთ აქ...

ტრენინგები ტარდება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც CSRDG პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.  ღონისძიება იმართება პარტნიორთან EVPA -სთან ერთად.

წყარო: CSRDG-ის გვერდი სოციალურ ქსელში