en
ge

ეკონომიკური მედია სკოლა მიღებას იწყებს

ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს.

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს.

ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - info@sab.ge, 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

ეკონომიკური მედია სკოლის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში