"World Vision საქართველო" აცხადებს კონკურსს მეფუტკრეობის განვითარების პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე მეფუტკრეობის განვითარების პროექტის ფარგლებში.
პოზიციის სახელწოდება: "WVG-BKC"
დეპარტამენტი: კახეთის საველე ოპერაციების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: კახეთის საველე ოპერაციების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თელავი, კახეთი
დასაქმების ხანგრძლივობა: 2013 წლის 1 დეკემბერი - 2014 წლის 30 სექტემბერი
"World Vision საქართველო" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის.
მეფუტკრეობის განვითარება კახეთის სამხარეო განვითარების სამიზნე თემების ეკონომიკური განვითარებისათვის არის კახეთის სამხარეო განვითარების ფარგლებში მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია გამოცდილ და ახალგაზრდა მეფუტკრეთა შემოსავლების და პროდუქციის ზრდის ხელშეწყობა მათი უნარ-ჩვევების გაძლიერების და ფინანსური მხარდაჭერის გზით.
პროექტი ფოკუსირდება:
** ბიზნესის დაგეგმვის უნარ-ჩვევების დახვეწაზე, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, უსაფრთხო საკვების სტანდარტებზე და რეგულაციებზე ისევე როგორც მარკეტინგზე, ბიზნეს კომუნიკაციებსა და პარტნიორობაზე, შერჩეული მეფუტკრეებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეფუტკრეობით.
** მეფუტკრეობის საუკეთესო ბიზნეს პროექტების მიხედვით წარმოების წამოწყების ან გაფართოების დაფინანსებაზე.
** პროექტის ბენეფიციარებისთვის პარტნიორობის და დისკუსიებისთვის საჭირო ადგილის შექმნის უზრუნველყოფაზე.
** დაინტერესებული მეფუტკრეების ჯგუფის არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბება და მათი განვითარების ხელშეწყობა.
** პარტნიორობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
** პროექტის მიმდინარეობა და მსვლელობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს.
პროექტის კოორდინატორმა უნდა განახორციელოს პროექტი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის სამიზნე თემებში. ის უნდა იყოს მეფუტკრეობის ექსპერტი და უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის ეტაპებზე საჭირო ცოდნის და გამოცდილების მიწოდება. პროექტის კოორდინატორი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს პროგრამის მენეჯერთან და სათემო მობილიზატორებთან.
ძირითადი მოვალეობები:
** მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას პროექტის დიზაინთან მიმართებაში.
** მოახდინოს პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება.
** ტრენინგების მომზადება და ჩატარება, ასევე ტრენერის შერჩევა პროგრამის ჩარჩოსა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
** ზედამხედველობა გაუწიოს ბიზნეს გეგმის განხორციელების პროცესს, საპროექტო განაცხადებზე კონკურსის გამოცხადებას და იყოს დამფინანსებელი კომიტეტის წევრი.
** გაუწიოს მონიტორინგი გამარჯვებული პროექტების განხორციელების პროცესს.
** მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და ფორუმების მოწყობაში.
** იყოს ექსპერტი და უზრუნველყოს პროფესიონალური შემოთავაზებების და იდეების მიწოდება მეფუტკრეობაში, პროგრამისთვის და თემისთვის, პროექტის განხორციელების ფარგლებში.
** აქტიურად ესწრებოდეს თანამშრომელთა შეხვედრებს და ამზადებდეს მოხსენებებს შესრულებულ სამუშაოზე.
** პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდეს მთავრობასა და სხვა პატნიორებთან.
** მხარი დაუჭიროს მეფუტკრეთა ასოციაციის შექმნას და მონიტორინგი გაუწიოს მის განვითარებას.
** საჭიროებათა კითხვარის გეგმის/კითხვარის შედგენა.
** თემის ბენეფიციარების შეფასების ჩარჩოსა და შეფასების ანგარიშის შედგენა პროექტის სამოქმედო გეგმასთან ერთად.
** მეფუტკრეობაზე ტრენინგის მასალების მომზადება და ტრენინგის ჩატარება, ანგარიში და დაკვირვება/რეკომენდაციები.
** დასაფინანსებელი ბიზნეს გეგმების მხარდაჭერა.
** მონიტორინგის ანგარიშები დაფინანსებულ პროექტებზე. აქტიური წარმმართველი როლი დისკუსიებსა და ფორუმებში.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
** ჰქონდეს გამოცდილება ზოგადად მეფუტკრეობაში, საქმიანობის დაგეგმვასა და განვითარებაში, ამ საქმის წამოწყებაში, ღირებულებათა ჯაჭვის და უსაფრთხო საკვების სტანდარტებში.
** ჰქონდეს გამოცდილება და სურვილი, რომ წვლილი შეიტანოს მეფუტკრეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდაში.
** საფუძვლიანად ესმოდეს პროექტის თეორია.
** ჰქონდეს გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევასა და შემუშავებაში, ასევე ტრენინგების გეგმისა და ანგარიშების მომზადებაში.
** ესმოდეს სოფლის კონტექსტი და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
** იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტრენინგების და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების დროს
** იყოს ორგანიზებული და ჰქონდეს პროექტის ფარგლებში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** იყოს ობიექტური და პროფესიონალი პროექტის განხორციელების ფარგლებში, განსაკუთრებით ბიზნეს გეგმის განხორციელების და დამფინანსებელი კომისიის შეხვედრების და მონიტორინგის დროს.
** კითხვა/წერა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) და სამოტივაციო წერილი ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე Recruitment_Georgia@wvi.org 2013 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება "WVG-BKC" მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წყარო:jobs.ge