en
ge

საგრანტო კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობაზე

"ევროპის ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობაზე პოზიტიური ცვლილებისათვის.

"ევროპის ფონდი" აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიას შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას.

"ევროპის ფონდი" იწვევს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემის საფუძვლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართვის ინტერესი და შესაძლებლობა ექნებათ და ამავდროულად, საგამოძიებო და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერისათვის მეტი პარტნიორის (მაგ. საინფორმაციო სააგენტოები, საგამოძიებო ნაწილები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ.) მობილიზებას შეძლებენ. თემები შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, პოლიტიკურ კორუფციას ან კორპორატიულ დანაშაულს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გამოცდილ საგამოძიებო ჟურნალისტებსა და პროფესორებთან (აშშ) კონსულტაციების გავლის უპრეცედენტო შესაძლებლობა. კონსულტანტები იმუშავებენ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან იდეების გენერირების, ჟურნალისტური გამოძიების წარმართვისთვის ახალი ტექნიკის გამოყენების და რეალისტური სამოქმედო გეგმების შემუშავების კუთხით. წარმატებულ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დამატებითი მხარდაჭერის მიღების საშუალება ექნებათ, რაც გულისხმობს გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) მიერ დაწესებულ საერთაშორისო კონკურსში Global Shining Light Award (იხ. https://gijn.org/awards/) მათი მონაწილეობის მხარდაჭერა.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 25 აპრილის 23:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Watchdog Reporting for Change).

წყარო: ევროპის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში