en
ge

ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
  • დაწყების თარიღი: 04.11.2013
  • ბოლო ვადა: 11.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65065/
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" აცხადებს ვაკანსიას ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორის ძირითადი ფუნქციებია:
** უზრუნველყოფს საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის შექმნას და მათთვის სამუშაო აღწერილობის განსაზღვრას;
** უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფს საჭირო ყველა დოკუმენტაციით, საკანონმდებლო მასალით და სასამართლოს გადაწყვეტილებებით;
** უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის პერიოდულ შეხვედრებს;
** უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ბაზის ანალიზის განხორციელებას და ცვლილებათა პაკეტის სამუშაო ვერსიის შექმნის ორგანიზებას;
** ორგანიზებას უწევს შშმ პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცვლილებათა პაკეტის გაცნობას, უზრუნველყოფს მათ პროცესში ჩართვას;
** ორგანიზება უკეთებს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურებისათვის ცვლილებათა პაკეტის გაცნობას;
** უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის კოორდინაციას შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე უცხოელ სპეციალისტებთან და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული);
** შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** შრომის დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** წერისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია კოალიციის ელ-ფოსტაზე: ciltbilisi@gmail.com
** ავტობიოგრაფია (CV)
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი
** სამოტივაციო წერილი
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.
გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის (subject) ველში მიუთითოთ "ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი". არასრულად მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება განსახილველად.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 11 ნოემბერი, 17:00 სთ. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
თბილისი, კედიას ქ. 7.
ტელეფონი: (032) 2 35 66 09
საკონტაქტო პირი: რატი იონათამიშვილი; პროექტის მენეჯერი
ტელ: 599 50 70 71
წყარო:jobs.ge