"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" აცხადებს კონკურსს ეთიკის კომისიის სტაჟიორის ვაკანსიაზე.
წარმატებული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ცნობა.
ვაკანტური ადგილი: 2
სტაჟიორის ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება სამ ეტაპად:
** CV-ის და სამოტივაციო წერილის საფუძველზე
** კაზუსის ამოხსნა წერილობითი ფორმით
** გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** ეთიკის კომისიის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება
** ეთიკის კომისიის იურისტთა საქმიანობის ხელშეწყობა
** ეთიკის კომისიის წევრების დავალებების შესრულება
** საქმის წარმოების პროგრამაზე მუშაობა
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი
** უცხო ენის (სასურველია ინგლისურის) სრულყოფილი ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ეთიკის კომისიის საქმიანობის მიმართ ინტერესი
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** იურიდიული კვლევის და წერის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
** ავტობიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი.
საბუთების მიღების ვადაა 2013 წლის 04 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ დაზიპული ფაილის სახით, რომელსაც ეწერება კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ მისამართზე: ethics@gba.ge ან წარმოადგინონ სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ოფისში; მის: ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. 36.
საკონტაქტო ნომერი: 790 27 89 77.
წყარო:jobs.ge