სოლიდარობის ფონდი (პლ) საქართველოში პროექტისთვის „დაბალ-შემოსავლიანი მუნიციპალიტეტები ენერგო ეფექტურობისკენ მიმავალ გზაზე“ ეძებს 10 მოტივირებულ და სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში და მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტებში გამართულ ტრენინგებში და საველე სამუშაოებში.
თუ შენ სწავლობ მეცნიერების, ენერგეტიკის, არქიტექტურის ან საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე და ხარ ბოლო კურსზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), და, ამასთანავე, დაინტერესებული ხარ, დაეუფლო და ჩაატარო გამარტივებული ენერგო აუდიტი და ასევე გამარტივებული ქუჩის განათების ინვენტარიზაცია ექსპერტების მხარდაჭერით, გაეცანი უფრო დეტალურად განცხადებას...
დაინტერესების შემთხვევაში მისწერეთ ორგანიზაციას ელ. ფოსტაზე - nikoloz.kavelashvili@solidarityfund.pl
წყარო: participatoryhub.ge