en
ge

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.

  • თუ ხართ 18-29 წლის
  • ცხოვრობთ საქართველოში და ხედავ შენს რეგიონში საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით გამოწვევებს
  • გსურთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო მათ მოგვარებაში

მაშინ ჩაერთეთ ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში. გაიგეთ მეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ, მიიღეთ ფინანსური მხარდაჭერა, რომ გააგებინოთ თქვენს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას სოციალური მეწარმეობის შესახებ, გახდით საუკეთესო ელჩი და გაემგზავრეთ ევროპაში სასწავლო ვიზიტით!

სოციალური მეწარმოების ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზნებია:

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა;
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში;
  • ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი წახალისება ფინანსური მხარდაჭერით (700 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით;
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

წყარო: www.segeorgia.org