"საორსა" ახორციელებს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს "ქალების კარიერული არჩევანი". პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობა.
პროექტი ხორციელდება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი 18-35 წლის ახალგაზრდა გოგონებისა და ქალებისთვის.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა გოგონების და ქალების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების ზრდა; მათი აქტიური და ხარისხიანი ჩართულობა შრომის ბაზარში.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 18-35 წლის 16 ქალი. პროექტი ითვალისწინებს 40 საათიან დასაქმების და კარიერული განვითარების სასწავლო კურს, სტაჟირების პროგრამას წარმატებული მონაწილეთათვის, დასაქმების ირგვლივ კარიერულ საუბრებს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული განვითარების შესახებ და ქალების აქტიურ ჩართულობას დასაქმების შესაძლებლობების განვითარებისთვის. სწავლება წარიმართება ფიზიკურ სივრცეში, ბათუმში და დაიწყება აპრილში.
სააპლიკაციო განაცხადის ფორმა...
წყარო: jobs.ge