"ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" პირველ ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ორგანიზაციის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" 2012 წლის ივლისიდან, აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მიმართავს და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, აქტიური წვლილი შეაქვს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ორგანიზაცია ახორციელებს სტრატეგიულ საქმისწარმოებას, რაც საადვოკატო საქმიანობის ფორმებთან ერთად, გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან. ორგანიზაცია ორიენტირებულია კვლევით საქმიანობაზე, ამზადებს თემატურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, მრგვალ მაგიდას აქტუალური თემების გაშუქებისა და დისკუსიისათვის. ამასთან, ორგანიზაცია ძირითად სტრატეგიად აცხადებს: ჩართულობას უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროცესში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, კანონმდებლობის ექსპერტიზის, პროფესიული განვითარების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების, თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის, მედია-ადვოკატირების, არჩევნების მონიტორინგისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში. "ახალგაზრდა ადვოკატები" იწყებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას. მოქმედი მეცნიერების გარდა, ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატებს, დამწყებ და მოქმედ იურისტებს/ადვოკატებს.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე, დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს.
სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 1 იანვრამდე.
სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 დეკემბერი.
სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
მოთხოვნები სტატიისადმი:
** სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
** სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
** სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;
** სასურველია სტატია წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სტატიაში სქოლიოები არ გამოიყენება.
** გამოყენებული ლიტერატურაში წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.
ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:
** ავტორის სახელი და გვარი;
** სამეცნიერო ხარისხი;
** ძირითადი სამეცნიერო პუბლიკაციები;
** სტატიის სათაური;
** სტატია;
** გამოყენებული ლიტერატურა;
** რეზიუმე.
სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოიგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე: Ybarristers@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს სტატიის გადმოგზავნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის ვადაში ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.
სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის რედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს, შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს. ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში მოყვანილ ფაქტებზე.
ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში. 5. სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნით ავტორსა და სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატებს".
სამეცნიერო ჟურნალის პირველ ნომერში სტატიის გამოქვეყნება ფასიანია და მისი ყოველი ერთი გვერდის ღირებულება შეადგენს - 5 (ხუთ) ლარს, ხოლო ორგანიზაციის წევრი ადვოკატებისათვის - 3 (სამ) ლარს.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 237 45 03; 593 36 00 18 ან/და მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: pryoungbarristers@yahoo.com | ybarristers@gmail.com
საკონტაქტო პირი: მარიკა არევაძე.
წყარო:jobs.ge