en
ge

ტენდერი მთარგმნელობით მომსახურებაზე

"GCSD" აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შემდეგ მომსახურებებზე:

  • ინგლისურენოვანი დოკუმენტის რედაქტირება;
  • თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე;
  • თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე.
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს და მოგვაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ერთი გვერდის თარგმნის ღირებულება სიმბოლოების მიხედვით;
  • ინგლისურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ტექსტი (ნიმუში) და ინგლისური ორიგინალი ტექსტი, რომელიც ითარგმნა;
  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

წყარო: jobs.ge