ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქ. ზუგდიდის "ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტების გრძელვადიანი მოწოდების მიზნით.
საკვები პროდუქტები:
- შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - ფასთა ჩამონათვალი) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
- შესასყიდი საკვები პროდუქტების რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელსა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. შესასყიდი პროდუქცია მოიცავს საკვებ პროდუქტებს (ხილ-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული, მინერალური წყლები და წვენები, კონსერვირებული ნაწარმი და ტკბილეული).
- შესასყიდი პროდუქცია საჭიროა მოწოდებულ იქნას კვირაში ერთხელ (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი").
- საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება ელექტრონული საგადახდო დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).
წყარო: jobs.ge