გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო. ინიციატივა მხარს უჭერს ქალების ჩართულობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
ჯილდო გაიცემა USAID-ის ინიციატივით, თიბისი ბანკთან პარტნიორობით. ინიციატივა ემსახურება წარმატებული ქალების აღიარებას ICT სფეროში და ასევე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენას, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს. ჯილდო საზღვაო ფლოტის ადმირალის გრეის ჰოპერის სახელობისაა. გრეის ჰოპერი ამერიკელი პროგრამისტი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ICT ინდუსტრიაში ქალთა აქტიურ ჩართულობას.
განაცხადები მიიღება 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს...
USAID ამაყობს, რომ აძლიერებს თანამედროვე ინდუსტრიებს, როგორიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ICT, რომელიც აკავშირებს საქართველოს ეკონომიკას მზარდ გლობალურ ინდუსტრიებთან და ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში