გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის - "ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე" ფარგლებში.
მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიენიჭებათ მცირე გრანტები 2 500-დან 10 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
გრანტები განკუთვნილია ექსკლუზიურად იმ აქტივობების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ან გაძლიერებას."
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი...
წყარო: jobs.ge