en
ge

ღია მმართველობის პარტნიორობის სასტიპენდიო პროგრამა: ჟურნალისტიკა და ტექნოლოგიები გამჭვირვალობისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფორსეტი
  • დაწყების თარიღი: 11.04.2023
  • ბოლო ვადა: 30.04.2023
  • ბმული: https://bit.ly/406LRTI

ხართ ჟურნალისტი, ამბის მთხრობელი, მკვლევარი, ან სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი და მონაცემთა ჟურნალისტიკა გაინტერესებს?

ფორსეტი და AskGov.ge, ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) კოლაბორაციით, გიწვევთ სასტიპენდიო პროგრამაზე – ღია მონაცემთა ჟურნალისტიკა გამჭვირვალობისთვის. პროგრამის მიზანია ღია მონაცემების მეშვეობით კორუფციის, ანგარიშვალდებულებისა და მედიის თავისუფლების გაშუქება. 

პროგრამა ღია მონაცემების პლატფორმის, AskGov.ge-ის გამოყენებით ხორციელდება. AskGov.ge ჟურნალისტებს, მკველვარებსა და აქტივისტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაცემებზე დამყარებით იკვლიონ და გააშუქონ მთავრობის საქმიანობა.

სასტიპენდიო პროგრამა 1 თვიანია და ორ მოდულს მოიცავს:

1. ნეთვორქინგ შეხვედრები, მონაცემთა ჟურნალისტიკის ონლაინ ვორკშოპები –  საწყის ეტაპზე, ფიზიკურ სივრცეში გაცნობით შეხვედრაზე, მოწვეული სპიკერისგან მიიღებ ინსპირაციას ღია მონაცემების გამოწვევებსა და გამოყენებაზე, გაიცნობ პროგრამის მონაწილეებს და AskGov.ge-ის მუშაობის მეთოდს.

შემდეგ ეტაპზე, ონლაინ ვორკშოპებით, ფორსეტის გამოცდილი ტრენერებისგან ისწავლი ან/და გაიღრმავებ მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციისა საბაზისო ტექნიკებს; გარდა ამისა, გამოგიგზავნით მონაცემებს პროგრამის თემების ირგვლივ, რაც სამუშაო თემის შერჩევაში დაგეხმარება.

2. მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა და მენტორობა –  ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, იმუშავებ მულტიმედიური ნაშრომის შექმნაზე, სადაც AskGov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შეისწავლი და გააშუქებ კორუფციასთან, ანგარიშვალდებულებასთან ან მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

წყარო: news.askgov.ge