ესტონეთის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ, რომ იწყება აპლიკაციების მიღება განვითარების თანამშრომლობის მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად.
მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ქართულ სამთავრობო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და მათ მიერ მართულ ინსტიტუციებს;
საქრთველოში დარეგისტრირებულ და მუდმივად მოქმედ არა-კომერციულ ორგანიზაციებს და ფონდებს;
ესტონურ იურიდიულ პირებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პარტნიორის სტატუსით ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, რომლებიც შესაბამისობაში არიან ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებთან;
პროექტის განაცხადი უნდა მომზადდეს ესტონურ ან ინგლისურ ენაზე,პროექტის განაცხადის მიღება ხდება საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ.
საპროექტო განაცხადი კავშირში უნდა იყოს ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის და ჰუმანიტარული დახმარების სტრატეგიასთან და აკმაყოფილებდეს ამ სტრატეგიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებს: განათლება; მშვიდობა და სტაბილურობა; ეკონომიკური განვითარება; საჯარო და გლობალური განათლების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; ჯანდაცვა; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა; ეკომეგობრული განვითარება;
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი მცირე საგრანტო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 15.000 ევრო.
გრანტის ოდენობა შესაძლოა შეადგენდეს პროექტის დასაშვები ხარჯების 100 %-ს.
პერსონალური ხარჯების წილი შესაძლოა შეადგენდეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრიბუციის 20%-ს.
საოფისე და სხვა ზედნადები ხარჯების წილი შესაძლოა შეადგენდეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრიბუციის 7%-ს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციების მიღება ხდება ეტაპობრივად, მცირე საგრანტო კონკურსისთვის გამოყოფილი სრული ბიუჯეტის ამოწურვამდე.
წყარო: tbilisi.mfa.ee