en
ge

კონკურსი ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად.

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 18 პირი.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2023 წლის ივნისიდან.სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

წყარო: gyla.ge