ტექნიკური დავალება: დასაქმების პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება
შეხვედრა ტარდება პროექტ "ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად" ფარგლებში.
შეხვედრის მიზანია: პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მხარდაჭერის საკითხებზე (მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები).
შეხვედრის სამიზნე აუდიტორია: არასამთავრობო ორგანიზაციები
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES) ხელმძღვანელობით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), ააიპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს (DDA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აქტიური მონაწილეობით. პროექტის მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა თბილისსა და საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში საქართველოში ფუნქციონირებს დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი. ორი თბილისში და ერთი - ქუთაისში. დასაქმების ცენტრები მომსახურებას უწევს ე. წ. რთულად დასაქმებად ჯგუფებს: მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პენსიონერი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ადამიანი სულ მცირე სამწლიანი კარიერული წყვეტით ან სამუშაო გამოცდილების არ მქონე პირი.
შეხვედრა ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში:
2023 წლის 2-3 ივნისი -ზუგდიდი
2023 წლის 9-10 ივნისი - ბათუმი
2023 წლის 2-3 ივნისი - გორი
2023 წლის 16-17 ივნისი - რუსთავი
2023 წლის 30 ივნისი-1 ივლისი - თელავი
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა...
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციის საფუძველზე. ძირითადი კრიტერიუმია: მოწყვლად ჯგუფებთან ან განათლების/დასაქმების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.
პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს fb და ვებ გვერდებს...
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ გვერდებს:
წყარო: jobs.ge