თუ ხართ ახალგაზრდა, ცხოვრობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და გსურთ ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად და გამოწვევების დასაძლევად დაგეგმოთ და განახორციელოთ რაიმე სახის სამოქალაქო ინიციატივა/მოძრაობა (საინფორმაციო კამპანია, ვიდეო-რგოლები, სოციალური მედია კამპანია, თანატოლგანმანათლებლობა, ადვოკატირება ან სხვა), რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს საცხოვრებელ თემში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და თემის გაერთიანებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა!
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს, რომლის წევრთა რაოდენობა არ აღემატება სამს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განხორციელებული აქტივობების ანგარიში/საკონკურსო განაცხადი (განაცხადის ფორმა), არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა, შემდეგ მისამართზე: k.gurgenidze@civilin.org
წყარო:სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი