"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი/ქუთაისი/ზუგდიდი/ახალციხე
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით
ხანგრძლივობა: 3 თვე (მაისი - ივლისი, 2023)
ხელმძღვანელი: HR მენეჯერი (თბილისის წარმომადგენლობა), რეგიონული კოორდინატორი (რეგიონული წარმომადგენლობები)
წყარო: jobs.ge