en
ge

კონკურსი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებაზე

2022 წლიდან  „უფლებები საქართველო“, „ASB საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“, „მედია ცენტრი კახეთი“, „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებენ პროექტს „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“. 

პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდა და მათი ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, პროექტის გუნდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს პროექტის ბენეფიციარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებასა და ტრენინგის ჩატარებას იმ ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე, რომლებიც უკავშირდება ბიზნესის დაფუძნებას/რეგისტრაციას და მართვას. 

„უფლებები საქართველო“ იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირებს შემოთავაზების წარმოსადგენად, შემდეგი მომსახურების მოწოდებაზე: 

ბიზნესის დაფუძნების/რეგისტრაციის და მართვის ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება;

პროექტის ბენეფიციარებისთვის ტრენინგის ჩატარება;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება 2023 წლის 07 მაისის ჩათვლით მეილზე: office@rights.ge

წყარო: rights.ge