en
ge

ვაკანსია სტაჟირების მსურველი ჟურნალისტებისთვის

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ორგანიზაცია „იდენტობა“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.11.2013
  • ბმული: http://identoba.com/2013/11/04/journalist/
„იდენტობას" ელ. ჟურნალი "iD Mag” აცხადებს ვაკანსიას სტაჟირების მსურველებისთვის
ონლაინ ჟურნალი "iD Mag” ერთადერთი გამოცემაა ქართულ მედია სივრცეში, რომელშიც ლგბტ, გენდერისა და სექსუალობის თემები შუქდება.
სტაჟიორი უნდა იყოს:
- ჟურნალისტიკის, ან სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- სასურველია, ფლობდეს ბაზისურ ცოდნას გენდერის, ლგბტ საკითხებისა და სექსუალობის შესახებ, ან დაინტერესებული იყოს ამ თემატიკის შესწავლით, მასზე მუშაობით;
- აქტიური და თვითმოტივირებული, ინიციატივიანი ადამიანი;
სტაჟიორის უშუალო მოვალეობა იქნება:
(რედაქტორთან შეთანხმებით)
- ჟურნალის სამუშაო თემატიკის ფარგლებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება;
- ორიგინალური მასალისა და ტექსტის შექმნა;
- უცხოენოვანი მასალების თარგმნა და გამოქვეყნება;
- ვიდეო და აუდიო ინტერვიუების ჩაწერა ლგბტ თემისთვის აქტუალურ საკითხებზე;
- გამოსაქვეყნებლად მოწოდებული მასალების კორექტირება, სტილისტურად გასწორება და ჟურნალში განთავსება;
- ონლაინ ჟურნალის ყოველდღიური განახლება;
სამუშაო პირობები და ზედამხედველობა:
სტაჟირების პერიოდი: 2013 წლის 15 ნოემბერი – 2014 წლის 15 თებერვალი.
სამუშაო საათები: ინდივიდუალურად/შეთანხმებით.
- სტაჟიორი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამუშაო პირობებით, კომუნიკაციის ყველა საჭირო საშუალებით;
- რეგულარულად გაეწევა ზედამხედველობა/კონსულტაცია, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს "იდენტობას" მიერ ორგანიზებულ სათემო, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში.
ანაზღაურება:
სტაჟიორისათვის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის, თუმცა, დაკისრებული საქმიანობის წარმატებით თავის გართმევის შემთხვევაში, მას უპირობოდ მიეცემა საშუალება გახდეს ორგანიზაციის საშტატო ერთეულის წევრი.
დაინტერესებულმაპირებმა სამოტივაციოწერილი და CV გამოაგზავნეთ 2013 წლის 10 ნოემბრამდე, მისამართზე – guga@identoba.com;
წერილის სათაურში მიუთითეთ - "სტაჟიორი- ჟურნალისტი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:555 32 20 12;
წყარო: identoba.com