en
ge

ტრენინგი იძულებით გადადგილებული ახალგაზრდებისთვის – „მოქალაქე ჟურნალისტი“

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ქალთა თანასწორობისა და გაძლიერებისათვის” მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში 30 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა (თბილისი, ზუგდიდი, წეროვანი, გალი) გაივლიან 3 დღიან ტრენინგს „მოქალაქე ჟურნალისტი”. ტრენინგის თემებია: ფოტო სურათების დამუშავება, მოკლე სიუჯეტების გადაღება და მონტაჟი, სოციალურ ქსელში განთავსება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები თავად გადაიღებენ მოკლე სიუჟეტებს ქალთა საკითხებისა და პრობლემების ირგვლივ რეგიონების მიხედვით. მომზადებული სიუჟეტები განათავდება csdc-itv.ge ვებ-პორტალზე, რომელიც ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში იქმენა რეგიონალური ინტერნეტ მაუწყებლობის სახით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია ამა წლის 15 ნოემბრამდე.
წყარო: CSDC