"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", პარტნიორ ორგანიზაციებთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)" და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC - Georgia)" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით".
პროექტის ფარგლებში, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ქმნის "უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლას", რომლის მიზანია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სექტორში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ, გააცნოს მათ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც განაპირობებს უწყებების ანგარიშვალდებულებას.
ამ პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ტენდერს სასტუმროსა და საკონფერენციო დარბაზის მომსახურებაზე.
წყარო: jobs.ge