USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია მიწოდების ცივი ჯაჭვის გაძლიერება, ჯაჭვის მონაწილეთა შორის დიალოგის გაუმჯობესების, მათი ცოდნის გაზრდის და სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობის გზით. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
განცხადების სახელი: საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
თემა: მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა შორის ბიზნეს კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
წყარო: jobs.ge