en
ge

საგრანტო კონკურსი: გენდერული/ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა

"ASB საქართველო" არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. მისი საქმიანობის სფეროებია: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კერძო-სახელმწიფო სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა, სოციალურ საწარმოთა მხარდაჭერა და სოციალური სერვისების მიწოდება სოციალურად დაუცველი, მათ შორის იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზრდისა და კატასტროფების რისკის შემცირებისადმი ინკლუზიური მიდგომის განვითარების ხელშეწყობა.

2022 წლიდან ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, უფლებები საქართველო, მედია ცენტრი კახეთი, ერთად რეალური ცვლილებებისთვის და ფონდი აფხაზინტერკონტი ახორციელებენ პროექტს "გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა".

წყარო: jobs.ge