en
ge

სტაჟიორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: GISS
  • დაწყების თარიღი: 06.11.2013
  • ბოლო ვადა: 20.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65206/
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS) არის არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაცია (think-tank). ორგანიზაციის მისიაა გააშუქოს, გაანალიზოს და კომენტირება გაუკეთოს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ენერგო-პოლიტიკის და კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი GISS აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.
სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე.
ვიწვევთ ბოლო ორი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს (უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატებს), რომლებსაც აქვთ მოტივაცია და ინტერესი განივითარონ უნარ-ჩვევები და მიიღონ პრაქტიკული გამცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
** იყოს კურსდამთავრებული ან სწავლობდეს: საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირების, პოლიტიკური მეცნიერების, ჟურნალისტიკის ან სამართლის განხრით
** ინგლისური ენის ცოდნა
** აკადემიური წერის უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ვებ-გვერდზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: t.kandelaki@giss.org.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა და ("subject") ველში მიუთითეთ "სტაჟიორი/Internship", წინააღმდეგ შემთხვვაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წყარო:jobs.ge