en
ge

დენვერის ადრეული ჩარევის/ESDM თერაპევტი

ინფორმაცია პროგრამაზე: დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი არის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ადრეული ინტერვენცია, რომელიც გამოიყენება აუტიზმის მქონე ბავშვებთან რომელთა ასაკი ვარირებს 12 თვიდან 48-60 თვემდე. პროგრამა მოიცავს კომუნიკაციის, სოციალური ინიცირებების, კოგნიტური და ფიზიკური უნარების განმავითარებელ აქტივობებს, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად, როგორც ცენტრში ასევე ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში-სახლსა და ბაღში. პროგრამის ავტორები არიან ფსიქოლოგები- ფსიქიატრიისა და განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორები : Sally J.Rogers, Ph.D და Geraldine Dawson.PhD.

პოზიცია: ფსიქოლოგი - დენვერის ადრეული დასწავლის მოდელით (ESDM) თერაპიის პროგრამაში

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, ანაზღაურება ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

წყარო: jobs.ge