en
ge

ტენდერი ენერგეტიკულ საპილოტე პროექტებზე

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები

სტატუსი: ღია

მოკლე აღწერილობა:

განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით 30 საპილოტე პროექტის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტიანობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგია. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, პატარა და საშუალო ზომის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.

წყარო: jobs.ge