en
ge

ტენდერი სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე

"USAID-ის პროგრამა - ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" (USAID Unity Through Diversity Program) იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო შესაძლებლობის ფარგლებში (Georgia Integration Grants Facility - IGF), რომლის მიზანია საქართველოს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

USAID-ის ხუთწლიანი (2023-2027) პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ და მიზნად ისახავს საჯარო, კერძო და სამოქალაქო აქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოში სამოქალაქო ერთიანობისა და იდენტობის განმტკიცების, სამოქალაქო ჩართულობის, თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური კავშირების განვითარების ხელშეწყობას.

წყარო: jobs.ge