2013 წლის საშემოდგომო აქცია 1+1! აიღე 2 სერთიფიკატი ერთი ტრენინგის ფარგლებში!
საქართველოს ბანკების ასოციაცია, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო", საბანკო ტრენინგ ცენტრის ბაზაზე ნოემბრის ჯგუფებისათვის, აგრძელებს სპეციალურ საშემოდგომო შეთავაზებას - საბანკო საქმის ექსპრესს კურსს, უფასო სტაჟირებით.
საბანკო კადრების მომზადების და საკრედიტო დაწესებულებებში მსურველთა დასაქმების ხელშეწყობის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწრაფი ადაპტაციის მიზნით, თეორიულ ნაწილთან ერთად სტაჟირების პროგრამა მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად.
კურსის დასრულებისას მსმენელები საბანკო საქმის სერთიფიკატთან ერთად, მიიღებენ ბანკების ასოციაციაში სტაჟირების გავლის სერთიფიკატს, ასევე სარეკომენდაციო წერილებს კომერციულ ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში წარსადგენად.
პროგრამის წამყვანი:
გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი.
პროგრამის აღწერა:
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების საავტორო პროგრამა წარმოდგენილია მასტერკლასების სახით, და მიმდინარეობს სერთიფიცირებული პროგრამის "ევროპული საბანკო საქმის საფუძვლების" ბაზაზე, რომლის გამოცემის და გავრცელების ექსკლუზიურ უფლებასაც ცენტრი ფლობს და რომელიც შემუშავებულია, სპეციალურად საბანკო ტრენინგ ცენტრისათვის, ევროპის საბანკო ტრენინგ ცენტრების ასოციაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით.
პროგრამა საშუალებას მოგცემთ, შეისწავლოთ აქტიური და პასიური საბანკო ოპერაციები, საოპერაციო და საკრედიტო მენეჯმენტის პრინციპები, საბანკო ეთიკა და მარკეტინგი, მათ შორის შორის საბანკო პროდუქტების თავისებურებანი, გაყიდვა და მომსახურება, კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა, ასევე, მმართველობითი კომუნიკაცია, ერთი მხრივ, ბანკის სტრუქტურულ ქვეგანაყოფებსა და, მეორე მხრივ, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, რასაც დღეს საბანკო კადრების შერჩევის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; აქცენტები გადადის ისეთი საკითხების სწავლებაზე, როგორიცაა: მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია, ლიდერის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორების ცოდნა, შიდა სტრუქტურული კონკურენცია და კონფლიქტები.
უფასო სტაჟირების პროგრამა:
საბანკო კურსის თეორიული პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელები გაივლიან ორკვირიან უფასო სტაჟირების პროგრამას საქართველოს ბანკების ასოციაციაში. სტაჟირების პროგრამა აგებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად. სტაჟირების ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან პრაქტიკულ საბანკო ოპერაციებს საბანკო საოპერაციო პროგრამების (Alta Software) ბაზაზე, რაც იმიტაციური ბანკის მოდელზე საშუალებას მოგცემთ, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში განახორციელოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია: ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და საკრედიტო ანგარიშების გახსნა, დახურვა, მართვა და სხვა.
სტაჟირების პროცესში მსმენელები სტაჟირების პროცესში მსმენელები შეისწავლიან მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპებს და ანუიტეტის გამოთვლას, საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს, გაეცნობიან საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში გასაუბრების და ტესტირების პრინციპებს, კომუნიკაბელურობის, გადაწყვეტილების მიღების, უნარ-ჩვევების და ფსიქო-ტესტებს, რაც სავალდებულოა ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში თქვენი სწრაფი და ეფექტური ადაპტაციისათვის.
სერთიფიცირების ფორმა:
მსმენელები ერთი ტრენინგის ღირებულების ფარგლებში მიიღებენ:
** საბანკო საქმის ორენოვან სერთიფიკატს
** სტაჟირების გავლის სერთიფიკატს;
** სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის წევრ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.
სწავლების საფასური: პროგრამის თეორიული ნაწილის საფასურია 250 ლარი. სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე, ნაწილ-ნაწილ, პირველადი დასაფარი თანხა შეადგენს მინიმუმ 100 ლარს; სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და 2 სერტიფიკატს.
სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
მოქნილი სწავლების დრო: დილით - 11:00, 13:00 საათი და საღამოს - 17:00, 19:00 საათი, სწავლა დილის და საღამოს ჯგუფებისათვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ როგორც დილის, ასევე საღამოს ტრენინგს.
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 12-15 მსმენელზე.
მიზნობრივი ჯგუფები: საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
** მოლარე;
** ოპერატორი;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** გაყიდვების მენეჯერი;
** განვადების ოფიცერი;
** საკრედიტო ექსპერტი/თანაშემწე;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი.
რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: abg_press@yahoo.com | bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ საბანკო საქმის ექსპრეს კურსი + უფასო სტაჟირება".
"საქართველოს ბანკების ასოციაცია" (სბა) დაფუძნდა 1994 წელს საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების მიერ. დღეისათვის "საქართველოს ბანკების ასოციაციის" წევრია საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო".
საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი არის ერთადერთი სპეციალიზირებული ბანკირთა გადამზადების ცენტრი და უპირობო ლიდერი საქართველოში მოკლევადიანი საბანკო სწავლების პროგრამების მიმართულებით, საბანკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც არის ევროპული საბანკო ტრენინგების კავშირის წევრი (European Banking Training Network), რომლის ეგიდითაც ხორციელდება საბანკო საქმის სწავლების სერთიფიცირება ევროპის ქვეყნებში. ცენტრის პარტნიორები საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზების კუთხით, არიან: საბერძნეთის ბანკების ასოციაცია (HBA), საბერძნეთის საბანკო ინსტიტუტის სახით და გერმანიის შემნახველი ბანკების საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი (Savings Banks Foundation for International Cooperation - SBFIC), გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო საბანკო აკადემიის (Deutsche-sparkassenakademie) სახით.
1. საბანკო საქმის საფუძვლები (თეორიული ნაწილი):
** საბანკო საქმის ისტორია, საბანკო გარიგებებში პროფესიული ეთიკის განვითარების მიზეზები და სამართლებრივი საკითხები;
** საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
** ცენტრალური ბანკების ფუნქციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები;
** საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პირობები და სტრუქტურა;
** ეკონომიკაზე ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება (როგორც მიკრო, ასევე, მაკრო დონეზე)
** ბანკის საკომუნიკაციო პოლიტიკა და რეკლამა;
** მომხმარებლის ქცევა და კლიენტების ერთგულების პირობები საბანკო საქმეში
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
** კონტროლი;
** საბანკო პროდუქტების და მომსახურების დისტრიბუციის ქსელი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება;
** საცალო და კორპორატიული საბანკო საქმიანობის განმასხვავებელი თვისებები;
** ნაღდ ფულსა და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციები;
** შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების სისტემები;
** უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
** საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის თავისებურებანი;
** საბანკო და არასაბანკო დეპოზიტები;
** საკრედიტო პოლიტიკა, კრედიტების გაცემის ორგანიზება;
** სადებეტო და საკრედიტო ბარათები;
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტო და იპოთეკური განვადება;
** უზრუნველყოფის შეფასების კრიტერიუმები;
** ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების გაანგარიშების მეთოდები;
** სავალუტო ოპერაციები;
** დისტანციური საბანკო მომსახურება;
** სხვა საბანკო მომსახურება (ინდივიდუალურ სეიფები, საბანკო ჩეკების, American Express-ის სამოგზაურო ჩეკების მიღება და გაცემა, ვალუტის გადაცვლა და ა.შ)
** ფინანსური ანგარიშგება კომერციულ ბანკებში.
ხანგრძლივობა: ორი კვირა, 14 დღე, დღეში 2 საათი, სულ: 28 საათი
2. უფასო სტაჟირების პროგრამა
** პრაქტიკული საბანკო ოპერაციები (ბანკის საოპერაციო დღე ALTA Software-ის პროგრამულ ბაზაზე);
** ბანკის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დამატება;
** ბანკის არაკლიენტთა ცნობარში მონაცემების დამატება და მისი მნიშვნელობა;
** საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები;
** ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები;
** საანაბრე ანგარიშები, სახეები, საანაბრე პროდუქტის შექმნა;
** სალაროს ოპერაციები: შემოსავლის და გასავლის ორდერები; მემორიალური ორდერები;
** ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კონვერტაციები სალაროში;
** საგადახდო დავალება;
** საჩეკო ოპერაციები, მათი გატარება და საჩეკო წიგნაკების გამოწერა;
** პლასტიკური ბარათების სახეები და მათი დამატების წესები;
** საბანკო დაწესებულებებში ტესტირების პრინციპები;
** საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაციები PowerPoint ფორმატში
** მარტივი და რთული პროცენტი, ანუიტეტის გამოთვლა;
** გასაუბრების პრინციპები; უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები;
** კომუნიკაბელურობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები;
** რეზიუმეების (CV) შედგენა; მოტივაციის წერილის შედგენა, ქეისები.
ხანგრძლივობა: ორი კვირა, 14 დღე, დღეში 2 საათი, სულ: 28 საათი.
დამატებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საიტიდან: http://www.abg.org.ge
ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.5 (ამოსასვლელი რუსთაველის გამზირიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 10 32 44; ან 2 93 43 76
წყარო:jobs.ge