en
ge

შექმენით მონაცემთა ამბავი და მოიგეთ ფულადი პრიზები, Საპრიზო ფონდი 3000 ლარია

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფორსეტი
  • დაწყების თარიღი: 10.05.2023
  • ბოლო ვადა: 19.05.2023
  • ბმული: https://bit.ly/3pv7516

ფორსეტი Askgov.ge-ის მონაცემთა ამბის თხრობის კონკურსში გიწვევთ. კონკურსის ჯამური საპრიზო ფონდი 3000 ლარია.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. Მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

ამასთან ერთად, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ამბის თხრობის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და ყველას, ვინც დაინტერესებულია მონაცემებზე და ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული ამბების თხრობით.

რა არის მონაცემთა ამბავი?

მონაცემთა ამბავი სხვადასხვა სახის ინფორმაციულ მასალას აერთიანებს — მონაცემთა ვიზუალიზაციას, ტექსტს, ხმას, ფოტოს, ნახატს, ანიმაციას, ან/და ვიდეოს. ამგვარი პროდუქტის მაგალითებია ბლოგი, სტატია, ფოტოამბავი, ვიდეო და ა.შ. მონაცემთა ამბების მრავალფეროვანი მაგალითების მოსანახულებლად, ამ ბმულს ესტუმრე.

Როგორ მივიღო მონაწილეობა?

Მონაწილეობის მისაღებად, 19 მაისამდე დარეგისტრირდით ამ ბმულზე. Მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

კონკურსის პრინციპი მარტივია - თქვენი დავალებაა, AskGov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნათ სასურველი მონაცემთა ამბავი.

Საკონკურსო ვადაში, შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასურველი ინფორმაცია AskGov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენოთ პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში.

წყარო: news.askgov.ge