en
ge

სტაჟიორი/თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში

"საია" აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში არაანაზღაურებადი სტაჟიორების შესარჩევად.

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მიზანია ქვეყანაში უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური პოლიტიკა, თანასწორობის პოლიტიკა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

პოზიციის დასახელება - სტაჟიორი/თანაშემწე

სამუშაო განაკვეთი - ნახევარი, აქედან 1 სავალდებულო დღე ოფისში მუშაობა (10:00-18:00)

სამუშაო ადგილი - თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი) ბაკალავრიატის მე-3 და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც კარგად ფლობენ ადამიანის უფლებათა სამართალს (3 ადგილი) და/ან სისხლის სამართალს (1 ადგილი). პროგრამული ვალდებულებების განსახორციელებლად საჭიროა ინგლისურის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

  • ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის მხარდაჭერა;
  • ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და შეფასება;
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მიმდინარე კანონპროექტების ანალიზზე მუშაობა;
  • პროგრამის მიერ მოსამზადებელი კვლევების, ანგარიშების და ბლოგების მომზადებაში ჩართულობა;
  • სისხლის სამართლის მიმართულების თანაშემწის შემთხვევაში, სისხლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, შესაბამისი მიმართულების ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროგრამული ამოცანების განხორციელებისას.

წყარო: jobs.ge