en
ge

საგრანტო კონკურსი

ღია საზოგადოების ფონდი USAID/Georgia-ს მედია პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს აჭარასა და იმერეთში მომუშავე მედიისთვის, არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას მედიის თავისუფლების საკითხებზე, მედიის გამოწვევებსა და გამოხატვის თავისუფლების სიკეთეებზე, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების მეშვიდე პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ ბმულზე...

USAID/Georgia-ს მედია პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში