საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს "მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ".
საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.
გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ მედია ორგანიზაციას ან მედია ორგანიზაციაში დასაქმებულ ფიზიკურ პირს.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ ბმულზე...
კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში